TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ იუვენტუსის მიზნები ? ახლა ჩვენი მიზანი რომასთან მატჩში სასურველი შედეგის მიღწევაა…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ რომასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ლინკები ტრადიციულად ჩვენს Telegram-ზე დაიდება (დააკლიკე აქ).

„ხვალ ძალიან ძლიერი, თავდაჯერებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა ჩვენ ამ შეხვედრისთვის მზად ვართ, გუნდმა კარგად იმუშავა და სავსე სტადიონზე ჩვენი ქომაგების წინ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

„ჩვენი ამბიციები ? ჩვენი მიზანი ახლა რომასთან მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშია. გუნდს შესანიშნავი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, ჩვენ აქამდეც ძლიერი და მაღალი დონის შემადგნელობა გვყავდა და ახლა იუვენტუსი კიდევ უფრო ამბიციურია. ახალი ფეხბურთელებით ჩვენ სრულყოფილი გუნდი ვართ.

„კოსტიჩი, არტური და ჯალო ? ისინი იუვენტუსის ნაწილები არიან, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ყველგან არ დახურულა და ჯერჯერობით არ ვიცი, დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში.

„არის თუ არა იუვესა და ჩემს მიმართ ზედმეტად დიდი მოლოდინები ? მე ყოველთვის ვცდილობ, არც კრიტიკას და არც საქებარ სიტყვებს დიდი ყურადღება არ მივაქციო. ჩვენი მიზანი ყოველდღე ვარჯიში, განვითარება და მომდევნო მატჩისთვის საუკეთესოდ მომზადებაა. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ხვალინდელი შეხვედრაა, ჩვენ მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა მოედანზე სასურველი შედეგისთვის საბრძოლველად გავალთ.

„კოპმეიენრსისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ წინ კარგი სეზონი გველოდება ? მე ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან თითოეულმა ფეხბურთელმა იუვენტუსში მოსვლის სანაცვლოდ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ისინი მაქსიმალურად მოტივირებულები და მონდომებულები არიან. ახლა მათ თავიანთი შესანიშნავი ნიჭი გუნდის სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ.

„ახალგაზრდა ფეხბურთელები ? ეს არა ჩემი, არამედ ამ ბიჭების დამსახურებაა. ისინი აჩვენებენ, რომ ასაკის მიუხედავად უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არიან. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით შედარებით გამოცდილ ფეხბურთელებს, რომლებიც ახალგაზრდა ტალანტებს გუნდში ინტეგრაციაში ეხმარებიან.

„დანიელე დე როსი ? გასულ სეზონში მან რომა რთულ პერიოდში ჩაიბარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მე დანიელეს კარგად ვიცნობ, ჩვენ ერთად ნაკრებში ვთამაშობდით და ვიცი, რომ ის სირთულეებს არასოდეს უშინდება.

„ვაპირებთ თუ არა დაცვის ხაზის შენარჩნებას მაღლა დიბალასა და სულეს წინააღმდეგ ? თქვენ მხოლოდ 2 მათგანი ახსენეთ, თუმცა რომას ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთათვის სივრცეების მიცემა არ შეიძლება. ჩვენ ეპიზოდები კარგად უნდა შევაფასოთ და როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ფეხბურთის სილამაზეც სწორედ ეს არის.

„სასტარტო შემადგენლობა ? ყველა ფეხბურთელი მზად არის და სასტარტოში მოხვედრა თითოეულ მათგანს შეუძლია.

„ილდისის პოზიცია ? როდესაც გუნდს დასჭირდება, კენანს სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. ილდისი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ვისაც ადაპტაციის გავლა ძალიან მოკლე დროში შეუძლია.

„ტრავმები ? აჯიჩი, მილიკი, ვეა და ტურამი ჯერ მზად არ არიან. იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ისინი გუნდის განკარგულებაში იქნებიან.“