დიდი ინტერესის მიუხედავად, მორატა იუვენტუსის მოლოდინშია
ატლეტიკოს ფორვარდი ალვარო მორატა გასულ დღეებში არაერთ იტალიურ თუ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ესპანელი ფეხბურთელის პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსში დაბრუნებსი სანაცვლოდ, ალვარო მორატა წლიური გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირებაზეც არ იტყვის უარს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ატლეტიკოს მორატას სანაცვლოდ კოსტიჩი-კინიდან ერთ-ერთს შესთავაზებს, უარის შემთხვევაში კი მათ გაყიდვასა და მორატას გამოსასყიდი თანხის – 12 მილიონი ევროს გადახდას ეცდება.