TuttoJuve

Juve per sempre sarà

მონტოლივო:“ იუვენტუსში მენტალობისა და ხარისხის პრობლემები აშკარაა“

მილანისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ Sky Calcio Club-თან საუბრისას იუვენტუსი – ფიორენტინას მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, დღეს იუვენტუსში არსებული ტექნიკური ლიმიტი კიდევ ერთხელ დადასტურდა, განსაკუთრებით შეტევაში. თუ შენ ამ იუვენტუსს მალენს ან მისი დონის ფორვარდს მისცემ, გუნდი სრულიად გადახალისდება და გაცილებით პროდუქტიული იქნება. შეტევაში არსებული პრობლემები მიმდინარე სეზონში იუვენტუსის უდიდესი პრობლემა იყო.

„უნდა ვისაუბროთ მენტალურ ასპექტებზეც. ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში მენტალური ასპექტი ფეხბურთელის შესაძლებლობებზე მნიშვნელოვანიც კია. ასეთ დროს გუნდს თითოეულ დეპარტამენტში ერთი ლიდერი მაინც სჭირდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)