მონტოლივო:“ იუვენტუსმა გუნდი ილდისის გარშემო უნდა ააწყოს“
ყოფილი იტალიელი ფეხბურთელის რიკარდო მონტოლივოს აზრით, იუვენტუსის პროექტი კენან ილდისის გარშემო უნდა განვითარდეს.
„ძალიან მომწონს, რომ კენან ილდისი იგორ ტუდორის გუნდის წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება.
„თურქი ფეხბურთელი გამორჩეული ტალანტია, მისი სკამზე დასმა უბრალოდ წარმოუდგენელია, კენანს სათამაშო პრაქტიკა და განვითარების საშუალება უნდა მიეცეს.“