TuttoJuve

Juve per sempre sarà

მონტოლივო:“ ასეთი კარგი იუვე დიდი ხანია არ გვინახავს“

მილანის და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ Sky Sport-თან იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსმა მოედანზე ის დამოკიდებულება და თამაში აჩვენა, როგორიც საჭირო იყო. გუნდმა შეხვედრა თავიდანვე კარგად დაიწყო და როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ძალიან კომპაქტური, ენერგიული და აგრესიული იყო. იუვენტუსს თავისუფლად შეეძლო, კიდევ უფორ მეტი გოლი გაეტანა.

„ასეთი კარგი, მოტოვირებული და გამარჯვებას მოწყურებული იუვენტუსი უკვე დიდი ხანია არ გვინახავს, ტურინელების დაბრუნება სერია ა-ს წაადგება.

„ნაპოლის რაც შეეხება, გუნდი ენერგიის და ფანტაზიის გარეშე იყო. ტრავმების მხრივ რთულმა სიტუაციამ მათზე აშკარად იმოქმედა და წინ ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი შეხვედრა ელოდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !