TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონტენეგროს მწვრთნელი:“ აჯიჩი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია“

მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელმა რობერტ პროსინეკიმ იუვენტუსის ტალანტის ვასილიე აჯიჩის თაობაზე ისაუბრა.

„ვასილიე მონტენეგროს საუკეთესო და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. ის შთამბეჭდავი, სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

„ტიაგო მოტა არის ძალიან კარგი სპეციალისტი, ვისაც თანამედროვე ფილოსოფია აქვს და ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობა ძალიან კარგად შეუძლია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, აჯიჩი მისი დახმარებით თავის პოტენციალს სრულად წარმოაჩენს.“