TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონტელამ კადიოღლუს იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ფერდი კადოღლუს იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე არსებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა.

„კადიოღლუ იუვენტუსში ? მე ამ თემაზე არაფერი ვიცი, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ფერდი ნებისმიერ ევროპულ გრანდს, მათ შორის იუვენტუსს გააძლიერებდა.“

ფენერი 24 წლის მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ტურინული გრანდი მის ტრანსფერში არკადიუშ მილიკის ჩართვას და თურქის ფასის შემცირებას ეცდება…