TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონტელა:“ ილდისი ძლიერია, მაგრამ გაცილებით მეტი მოეთხოვება, სკუდეტო ?…“

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კენან ილდისის თაობაზე ისაუბრა და სერია ა-ს ფავორიტები დაასახელა.

„ილდისი ? ის მისაბაძი მაგალითია, ასეთ ასაკში ასეთ დონეზე თამაში მარტივი არ არის, მაგრამ მას გაცილებით მეტი შეუძლია, ამიტომ კენანმა მუშაობა უნდა გააგრძელოს, რადგან მისგან ყველა გაცილებით მეტს ელოდება.

„ილდისს დრო და შეცდომების დაშვების შანსი უნდა მივცეთ, მიხარია, რომ იუვენტუსი მას ენდობა და ფეხბურთელს მშვიდად მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

„ფავორიტები სერია ა-ში ? ფურცელზე ინტერი ყველაზე ძლიერია, მაგრამ იქვეა იუვე, მილანი და ნაპოლი, ასევე გარკვეული სიურპრიზების გამორიცხვაც არასწორი იქნება.“