TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონცა შესნის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მონცას დირექტორი ადრიანო გალიანი იუვენტუსის კარის დარაჯის ვოიცე შესნის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

პოლონელი კარის დარაჯი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მისი გაშვების წინააღმდეგი არ არის, რაც გუნდს დაახლოებით 10-11 მილიონ ევროს დააზოგინებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი შესნის უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა პოლონელის ხელფასია. მონცას იმედი აქვს, რომ იუვენტუსი შესნის წლიური გასამრჯელოს – 6 მილიონის ნახევარს დაფარავს, რასაც ამ მომენტისთვის ტურინული გრანდი არ აპირებს.

არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეებში შესნის ტრანსფერზე მუშაობა არაბულმა ან MLS-ის გუნდებმა დაიწყონ.