TuttoJuve

Juve per sempre sarà

მონცა დე შილიოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

SportItalia-ს ინფორმაციით, მონცა როგორც ვოიცეხ შესნის, ასევე მატია დე შილიოს გაფორმებას ცდილობს.

იტალიელი მცველი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ის გერმანიაში არ გაემგზავრა, ვარჯიშს კონტინასაზე ინდივიდუალურად აგრძელებს და ახალი გუნდის ძიებაშია.

წყაროს ცნობით, ადრიანო გალიანი, ვინც დე შილიოს ჯერ კიდევ მილანიდან მოყოლებული იცნობს, მის გაფორმებას ცდილობს, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. იტალიელი 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშვებს, მონცა კი მას სეზონში 1 მილიონს სთავაზობს.

34 views
error: დაცული კონტენტი !