მონაკოს ტალანტი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის სიას მონაკოს ფეხბურთელი კრისტიან მავისა შეუერთდა.
20 წლის ფრანგ ფეხბურთელს როგორც ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ასევე ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც მას იდეალურ კანდიდატად აქცევს.
ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსს ახალგაზრდა ფრანგის გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
