TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოლინას იანვარში ატლეტიკოს დატოვება უნდა, მისი ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაჰუელ მოლინა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ატლეტიკოს დატოვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, მოლინა სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა, მას მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება და მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში მოხვედრა სურს, ამიტომ ახალი გუნდის ძიებაშია.

მოლინას ტრანსფერით იუვენტუსი უკვე დიდი ხანია ინტერესდება და მის გაფორმებას იანვარში კიდევ ერთხელ ეცდება. დიდია ალბათობა, რომ ტურინელებმა ტრანსფერში ნიკო გონსალესი გამოიყენონ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !