TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ სპალეტიმ იუვენტუსს თავდაჯერებულობა დაუბრუნა, კოპმეინერსი ?…“

ლუჩიანო მოჯიმ იუვენტუსში ლუჩიანო სპალეტის მუშაობა შეაფასა.

„ბოლო წლებში იუვენტუსის ყველაზე დიდი პრობლემა ლუჩიანო სპალეტიმ გადაჭრა, მან გუნდს თავდაჯერებულობა, თავისი ძალის და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნა, რაც იუვენტუსს ძალიან აკლდა. ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იუვენტუსისთვის რეალურ მიზნად იქცა.

„სეზონის პირველ ნახევარში იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა რთულად წარმოსადგენი იყო, მაგრამ ბოლო კვირებში გამოჩნდა, რომ ტურინელებს ამის გაკეთება შეუძლიათ. ინტერი მაინც ყველაზე ძლიერია, ხოლო მილანი და ნაპოლი ევროპულ სარბიელზე აღარ არიან, რაც მათ საქმეს გაუმარტივებთ, მაგრამ იუვენტუსს ბრძოლა შეუძლია.“

„კოპმეიენრსი ? ტეუნს ხარისხი ნამდვილად აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ ის ვერ უმკლავდება იმ წნეხს, რომელიც იუვენტუსის მაისურს მოაქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !