TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ სპალეტი სწორი არჩევანია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ტურინულ გრანდში ლუჩიანო სპალეტის შესაძლო მისვლა შეაფასა.

„დღევანდელ იუვენტუსს ნახევარმცველი აკრია, შეტევა ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო დაცვის ხაზს უჭირს, რადგან ნახევარმცველებისგან საკმარის დახმრებას ვერ იღებს.

„გუნდს ჰყავს 3 ფორვარდი, რომლებიც თითქმის იდენტურები არიან და მათ შორის გამორჩეული დონის ფეხბურთელი არც ერთი არ არის.

„გუნდში ყოველ სეზონში ახალი მწვრთნელი მიდის, რაც იმის მანიშნებელია, რომ რაღაც არ მუშობს. ადამიანი, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობას წარმოადგენს და მწვრთნელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ძალიან მნიშვნელოვანი, ამ მომენტისთვის მე გუნდში ასეთ ფიგურას ვერ ვხედავ.

„სპალეტი ? ლუჩიანო სწორი არჩევანია, მაგრამ მისი მისვლა გუნდის ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან პრობლემა უფრო ღრმად არის. ჩვენ გვჭირდება ნახევარმცველი, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია, რომელიც მეტოქეს საჯარიმოსთან მარტივად მიახლოების საშუალებას არ მისცემს, შეტევაში კი ფორვარდებს მოამარაგებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

191 views
error: დაცული კონტენტი !