მოჯი:“ მოტამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ემპოლისთან სამარცხვინო მარცხი მისი ბრალია“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„ტიაგო მოტა ზედმეტად თავდაჯერებულია, მას თავი ყველაზე მაღლა ჰგონია და გუნდში არსებული პრობლემების სხვებზე გადაბრალებას ცდილობს.
„მართალია, რომ იუვენტუსს მოედანზე ლიდერები აკლია, თუმცა ვერც იმას დავივიწყებთ, რომ ტიაგო ფეხბურთელებს ხშირად მათთვის უჩვეულო პოზიციებზე იყენებს.
„ხშირად ისმის საუბარი ტრავმების შესახებ, მაგრამ ეს ემპოლისთან სამარცხვინო მარცხის გასამართლებელი საბაბი ვერ იქნება, ეს სრულიად ტიაგო მოტას კისერზეა.“