მოჯი:“ მათ იუვენტუსის განადგურება უნდოდათ, საბოლოო ჯამში კი იტალიის ნაკრები გაანადგურეს“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ იტალიის ნაკრებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„ისინი (FIGC, ავტ.) იუვენტუსის განადგურებას ცდილობდნენ, საბოლოო ჯამში კი იტალიის ნაკრები საბოლოოდ გაანადგურეს. სისტემა სრულიად უმართავია და ეს ყველაფერი პირველ რიგში გრავინას მსგავსი ადამიანების დამსახურებაა.
„2006 წელს მათ იუვენტუსის განადგურებისთვის ყველაფერი გააკეთეს, ჩვენ იტალიას 5, საფრანგეთს კი 4 ფეხბურთელი მივეცით, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ.
„ახლა გრავინა ფედერალური კონსულის ზურგს უკან იმალება, სადაც მას მეგობრები ჰყავს. იმედი მაქვს, ის ფეხბურთში არასოდეს დაბრუნდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
