მოჯი:“ კონტეს იუვეში დაბრუნება უნდოდა, კომოლი ? იუვე ტულუზა არ არის“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებები ? ასეთი რევოლუციის ფონზე, იუვენტუსმა აქცენტი უნდა გააკეთოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავიანთი საქმე კარგად იციან და მათი ნდობა შეიძლება. ამიტომ ვთვლი, რომ რიკი მასარა სპორტული დირექტორის პოსტზე იდეალური კანდიდატი იქნებოდა.
„კომოლის შესაძლოა სხვა პრიორიტეტული კანდიდატი ჰყავს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, იუვენტუსი ტულუზა არ არის, აქ დროს არავინ მოგცემს, იუვენტუსმა უნდა გაიმარჯვოს.
„გასპერინისა და კონტეს სიტუაცია ? იუვენტუსმა გასპერინის მაშინ დაურეკა, როდესაც მას რომასთან შეთანხმება დიდი ხნის მიღწეული ჰქონდა, ტურინელებმა ძალიან დაიგვიანეს.
„კონტე ? მე მას ვესაუბრე, ანტონიომ მითხრა, რომ გასულ წელს იუვენტუსში დაბრუნება უნდოდა, თუმცა ბინაკონერიმ მასზე უარი თქვა, ახლა კი ნეაპოლში დარჩა, რადგან ის იქ ბედნიერია და დე ლაურენტისი გუნდის გაძლიერებას დაპირდა.
„ტუდორი ? ის შესაძლოა ფენომენი არ არის, მაგრამ იგორი ძალიან კარგი მწვრთნელია. მე ფეხბურთელებისგან გავიგე, რომ ტუდორმა გუნდს ხასიათი და მოტივაცია დაუბრუნა. იუვენტუსი მოტასთან ერთად მოედანზე მოუმზადებელი, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გადიოდა.
„კოპმეიენრსი ? ის ძალიან კარგი, ხარისხიანი ფეხბურთელია, თუმცა გასულ სეზონში ტეუნს ცუდად იყენებდნენ. მან მეცალას პოზიციაზე უნდა ითამაშოს, სადაც ატალანტაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.“
