TuttoJuve

Juve per sempre sarà

მირეტის ტრანსფერით ნაპოლიც ინტერესდება

ფაბიო მირეტის მსურველთა სია დღითი დღე იზრდება და ამჯერად იტალიელის გაფორმების სურვილი ნაპოლიმ გამოთქვა.

Tuttomercato-ს ცნობით, პარტენოპეის რიგებში ფაბიოს ხილვა როგორც ანტონიო კონტეს, ასევე ჯოვანი მანას სურთ და ნაპოლი იუვენტუსთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მირეტის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !