მირეტისთვის ფიორენტინაც იბრძოლებს
ლაციოსა და ნაპოლის შემდეგ, იუვენტუსის ფეხბურთელის ფაბიო მირეტის მიმართ ინტერესს ფიორენტინა იჩენს.
ფლორენციული გამოცემა La Nazione-ს ცნობით, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი პირველი სამიზნე ფიორენტინაში სწორედ იუვენტუსის ფეხბურთელი იქნება.
იუვენტუსი იანვარში მირეტის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე გუნდი 20-25 მილიონს გადაიხდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
