მირეტის ტრანსფერით ამჯერად ნაპოლი დაინტერესდა
ბოლონიას შემდეგ, იუვენტუსის ტალანტის ფაბიო მიეტის მიმართ ინტერესი ნაპოლიმ გამოთქვა.
SportItalia-ს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის პარტენოპეის რიგებში ხილვა ნაპოლის სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას სურს, ვინც მირეტის იუვენტუსში მუშაობის დროიდან კარგად იცნობს.
იუვენტუსი ფაბიოს სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.