მირეტის მსურველთა სია კიდევ უფრო გაიზარდა
ემპოლის, ჯენოასა და ბოლონიას შემდეგ, იუვენტუსის ნახევარმცველის ფაბიო მირეტის მიმართ ინტერესი ამჯერად სერია ა-ში ახლად აღზევებულმა კომომ დააფიქსირა.
SportMediaset-ის ინფორამციით, ტიაგო მოტა მირეტის გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად არ მოიაზრებს, ამიტომ ბიანკონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 15-20 მილიონი ევროს მიღება სურს.