მირეტის პოზიტიურმა თამაშმა შესაძლოა გუნდის სატრანსფერო გეგმები შეცვალოს
ფაბიო მირეტი ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ პოზიტიურ სვლას აგრძელებს და ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელის კარგმა თამაშმა შესაძლოა იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები შეცვალოს.
Tuttomercato-ს ცნობით, ლუჩიანო სპლეტი მირეტის თამაშით სასიამოვნოდ გაკვირვებულია და მომდევნო კვირებში მისთვის სათამაშო დროის გაზრდას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, თუ მირეტიმ გუნდის იმედები გაამართლა, იუვენტუსი იანვარში ნახევარმცველის გაფორმებაზე უარს იტყვის და აქცენტს დაცვის გაძლიერებაზე გააკეთებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
