TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მირეტი მოტას გადაწყვეტილების მოლოდინშია…

ფაბიო მირეტის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია და კრისტიანო ჯუნტოლი ტიაგო მოტას საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი მომდევნო დღეებში ახალგაზრდა ფეხბურთელს დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

შესაძლოა, მირეტიმ სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გუნდი იჯარის წესით დატოვოს, თუმცა არც მისი საბოლოოდ გაყიდვაა გამორიცხული, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.