მირეტი დიდი ალბათობით იუვენტუსში დარჩება
რომეო აგრესტის ინფორმაციით, ფაბიო მირეტი დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებში დარჩება.
წყაროს ცნობით, მირეტის გაფორმების მსურველი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ ტიაგო მოტა ვარჯიშებზე იტალიელი ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება ითხოვა.
მირეტი იუვენტუსს იჯარის წესით აღარ დატოვებს და მისი გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ რომელიმე გუნდი ფაბიოს სანაცვლოდ 15-20 მილიონს გადაიხდის.