მიქაუტაძე იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იტალიური გამოცემა IlBianconero-ს ცნობით, იუვენტუსი შეტევის გაძლიერებას გიორგი მიქაუტაძეს კანდიდატურით განიხილავს.
ტურინული გრანდი იანვარში ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმებას განიხილავს და წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე სწორედ ქართველი ფეხბურთელია, ვინც უკვე დიდი ხანია იუვეს დირექტორის სატრანსფერო სიაში იმყოფება.
ლიონს ფინანსური პრობლემების გამო სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება, ამიტომ ფრანგებს იანვარში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა სწორედ ამით ისარგებლოს და ქართველი შემტევის გაფორმება სცადოს.