მილიკის ტრანსფერით თურქული გუნდები ინტერესდებიან
არკადიუშ მილიკი დიდი ალბათობით იუვენტუსს დატოვებს.
პოლონელი ფორვარდი ჩემპიონთ ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა და აშკარაა, რომ ის იგორ ტუდორის გეგმებში არ შედის.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, არეკის მიმართ ინტერესს ტრაბზონსპორი და სამსუნსპორი იჩენენ. იუვენტუსი მილიკის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ დაინტერესებული მხარე მისი ხელფასის სრულად დაფარვას დათანხმდება.
შეგახსენებთ, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
