მილიკის მოედანზე დაბრუნება კიდევ გადაიდო…
იტალიური მედიის ცნობით, არკადიუშ მილიკის მოედანზე დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო.
BianconeraNews-ის ცნობით, პოლონელ ფორვარდს მუხლის დისკომფორტი კვლავ აწუხებს, რის გამოც ის ვარჯიშის განახლებას ვერ ახერხებს და თუ აქამდე მისი დაბრუნება დეკემბერში იგეგმებოდა, ახლა მილიკის მოედანზე ხილვა მიმდინარე წელს გამორიცხულია.
წყაროს ინფორმაციით, მილიკი გუნდის განკარგულებაში სავარაუდოდ იანვარში დაბრუნდება.