TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკის დაბრუნება კიდევ გადაიდო…

არკადიუშ მილიკის მოედანზე დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდი მუხლის არეში დისკომფორტს კვლავ განიცდის, ამიტომ ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია.

აქამდე მილიკის დაბრუნება ნაპოლისთან მატჩში იგეგმებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ის გუნდს ვერც პარტენოპეის წინააღმდეგ დაეხმარება, რაც დატვირთული გრაფიკისა და ვლაჰოვიჩის ალტერნატივის არყოფნის ფონზე კიდევ უფრო დიდი პრობლემაა…