მილიკი ტრავმირებულია
არკადიუშ მილიკმა დღეს ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც მას 1 კვირა გაუცდება.
SportItalia-ს ცნობით, პოლონელმა ფორვარდმა დაზიანება სავარჯიშო დარბაზში მუშაობის დროს მიიღო, რის გამოც ის ვარჯიშს 1 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
მილიკი ტრავმის გამო გუნდს რეჯინასთან ჩანიშნულ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება, რომელიც 2 ივლისს არის ჩანიშნული.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
