TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გაგიკვირდებათ და, მილიკი კვლავ ტრავმირებულია

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არკადიუშ მილიკმა კვლავ ტრავმა მიიღო და მისი მოედანზე დაბრუნდება გადაიდო.

პოლონელი ფორვარდის კოშმარული პერიოდი გასულ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დაიწყო. მან ნაკრებში ამხანაგური მატჩის დროს მუხლი დაიზიანა და მენისკის ოპერაციის გაკეთება მოუწია.

მილიკი მოედანზე გასულ ნოემბერს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ტრავმის რეციდივების გამო ის თამაშს ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

Gazzetta-ს ცნობით, მილიკმა სარეაბილიტაციო პროცესის დროს კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით ის სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს.

იუვენტუსი მილიკთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.

error: დაცული კონტენტი !