TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკი გუნდის განკარგულებაში ბრუნდება

არკადიუშ მილიკი იუვენტუსის განკარგულებაში ბრუნდება.

30 წლის ფორვარდმა მუხლის ტრავმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ მიიღო, რის გამოც მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია და გუნდს ვერც კომოსთან მატჩში დაეხმარა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდი ხვალიდან სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს, ვერონასთან მატჩში კი გუნდის განაცხადში იქნება.