TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკი იუვეს დატოვებასთან ახლოს არის, მისი პოტენციური შემცვლელები შერჩეულია

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა არკადიუშ მილიკის სანაცვლოდ 4 წინადადება მიიღო და პოლონელი ფორვარდი მომდევნო დღეებში დიდი ალბათობით ბიანკონერის რიგებს დატოვებს.

მილიკი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვას ცდილობს და პოლონელის პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ამპლუაში მატე რეტეგისა და ჯაკომო რასპადორის კანდიდატურებს მოიაზრებს, უფრო იაფიანი ვარიანტი კი ჯოვანი სიმეონეა.