TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკი გუნდის განკარგულებაში ბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, არკადიუშ მილიკი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის.

პოლონელმა ფორვარდმა ტრავმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო, რის გამოც მას რამდენიმე თვე გაუცდა, თუმცა SportItalia-ს ცნობით, მილიკი უახლოეს პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდი დიდი ალბათობით ნაპოლისთან მატჩში იუვენტუსის განაცხადში იქნება.