მილანსა და ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები გრძელდება
მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
სერბი ფორვარდი შეტევის გასაძლიერებლად ლომბარდიული გრანდის პრიორიტეტული სამიზნეა და მილანი მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვას ცდილობს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანი იუვენტუსს სერბის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს შესთავაზებს, თუმცა დიდი ალბათობით ტურინულ გრანდს მომდევნო სეზონში ვლაჰოვიჩის ხელფასის სხვაობის ანაზღაურება, ანუ დაახლოებით 4-5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
