TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანმა კიეზას აგენტთან შეხვედრა გამართა

Tuttosport-ის ინფორმაციით, გუშინ მილანის ხელმძღვანელობასა და ფედერიკო კიეზას აგენტს ფალი რამადანის შორის შეხვედრა შედგა.

წყაროს ცნობით, როსონერიმ ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და მის გაფორმებას ან სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ან მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდება.

იუვენტუსი თავის მხრივ იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში რომელიმე დაინტერესებული გუნდისგან იტალიელის სანაცვლოდ 15-მილიონიან წინადადებას მიიღებს…