TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანმა იუვეს ტომორის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი მილანის მცველის ფიკაიო ტომორის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა იანვარში მისი იჯარით გაფორმება გაუჭირდება.

SportItalia-ს ცნობით, როსონერი ინგლისელი მცველის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი იჯარით გასხვისებას არ აპირებს და ტომორის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არა ტომორი, არამედ ანტონიო სილვაა, სეზონის ბოლოს კი კრისტიანო ჯუნტოლი დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის დახურვას გეგმავს.