მილანის წინადადება ვლაჰოვიჩს…
მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და სერბ ფორვარდთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებას ცდილობს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, როსონერი მზად არის, ვლაჰოვიჩს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო 6-7 მილიონი ევრო იქნება, ამის გარდა კი დუშანი ერთჯერადი ბონუსის სახით 10 მილიონს მიიღებს.
წყაროს ცნობით, მილანში ვლაჰოვიჩის ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს და იმედი აქვს, დუშანი სეზონის ბოლოს ლომბარიულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
