TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანის ინტერესი ვლაჰოვიჩის მიმართ სერიოზულია

იტალიურმა გამოცემა Milannews-მა დაადასტურა, რომ მილანი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდის გუნდში ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს, თუმცა მილანისთვის მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება.

პრობლემა არა ვლაჰოვიჩის ფასი – 35-40 მილიონი, არამედ მისი გასამრჯელოა. დუშანი სეზონში 12 მილიონს გამოიმუშვებს და მან იუვენტუსში დასარჩენად ხელფასის შემცირებაზე უარი არაერთხელ თქვა…

error: დაცული კონტენტი !