მილანი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას წყვეტს
იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აჩერებს და ალტერნატიული ვარიანტების ძებნას იწყებს.
წყაროს ცნობით, პრობლემა არა იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 25-30 მილიონი, არამედ ფეხბურთელის მაღალი ხელფასია.
დიდია ალბათობა, რომ სერბი ფორვარდი იუვენტუსში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს და უფრო კარგი კონტრაქტი მიიღოს, იუვენტუსი კი თავის მხრივ მის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)