მილანი ვლაჰოვიჩის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და სერბი ფორვარდის გაფორმებასთან ახლოს არის.
წყაროს ცნობით, ლომბარდიული გრანდისთვის იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 25-30 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება და დუშანთან პირადი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ, ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.
როსონერი ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩს 5-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ბონუსების ჩათვლით 9 მილიონამდე გაიზრდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)