TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს

მილანი დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს და იმედი აქვს, მომდევნო კვირებში სერბ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას შეძლებს.

მილანისთვის იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ არის, მთავარი დაბრკოლება სერბი ფორვარდის მაღალი ხელფასი – 12 მილიონი ევროა.

MilanNews-ის ცნობით, მაქს ალეგრისა და ვლაჰოვიჩს შორის საუბარი უკვე გაიმართა. სერბი ფორვარდი მილანში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის და თუ ლომბარდიულმა გრანდმა მასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ვლაჰოვიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

53 views
error: დაცული კონტენტი !