მილანი ვლაჰოვიჩის გაფორმების იმედს არ კარგავს
იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, როსონერის სერბი ფორვარდის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება, თუმცა პრობლემა ვლაჰოვიჩის მაღალი ხელფასია.
სერბი სეზონში გასამრჯელოს სახით მინიმუმ 9-10 მილიონს ითხოვს, ევროპული თასების მიღმა დარჩენილ მილანს კი ამ თანხის გადახდა გაუჭირდება.