TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი ვლაჰოვიჩის გაფორმების იმედს არ კარგავს

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს და იმედი აქვს, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს სერბი ფორვარდის გაფორმებას შეძლებს.

წყაროს ცნობით, მილანისთვის იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 20-25 მილიონის გადახდა პრობლემა არ არის, მთავარი დაბრკოლება ვლაჰოვიჩის მაღალი ხელფასია. დუშანი წლიურად მინიმუმ 10 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც როსონერი არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ალეგრისა და ვლაჰოვიჩს შორის საუბარი უკვე შედგა და სერბი კარიერის მილანში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის. თუ ის ხელფასის შემცირებას დათანხმდა, გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !