მილანი ვლაჰოვიჩის ერთ-ერთ მთავარ მსურველად რჩება
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
როსონერი სერბი ფორვარდის გაფორმებას გასულ ზაფხულს ცდილობდა, ის მაქს ალეგრის მოთხოვნა იყო, თუმცა მაშინ მხარეებმა ტრანსფერის ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ შეძლეს.
MilanNews-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდი დუშანის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდება, თუ დუშანი იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
