მილანი ტეოს შეცვლას კამბიაზოს ტრანსფერით ეცდება
SportMediaset-ის ინფორმაციით, მილანი უახლოეს დღეებში ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.
ტეო ერნანდესი დიდი ალბათბით კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს და მაქს ალეგრის ესპანელი ფეხბურთელის შეცვლა სწორედ კამბიაზოთი სურს.
იტალიელი უკანახაზელის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 60-65 მილიონს გადაიხდის, ანდრეამ შესაძლოა გუნდი დატოვოს.