TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი რაბიოს გაფორმებას ცდილობს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს გაფორმებას ცდილობს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ტურინული გრანდის რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და იმედი ჰქონდა, რომ ის იუვენტუსზე მომგებიან კონტრაქტს მიიღებდა, თუმცა ამ მომენტისთვის უკეთეს პირობებს ფრანგს არავინ სთავაზობს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რაბიოს მიმართ ინტერესს მილანი იჩენს, თუმცა როსონერი მისთვის 5-5.5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.