მილანი ტიაგო მოტას კანდიდატურას განიხილავს
მილანი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის ყოფილი თავკაცი ტიაგო მოტა გახლავთ.
ლომბარდიული გრანდის სპორტული დირექტორის პოზიცია ახლახანს იგლი ტარემ ჩაიბარა და მისი პრიორიტეტი გუნდში მაქს ალეგრის მიყვანაა, თუმცა ალეგრის გაფორმებას აქტიურად ნაპოლი ცდილობს, ტიაგო მოტა კი მილანში მისი ალტერნატივაა.
თუ მოტა უახლოეს პერიოდში ფეხბურთს დაუბრუნდა, მას იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტა მოუწევს, რაც გუნდს დაახლოებით 14-15 მილიონს დაუზოგავს.
