მილანი კონსეისაუს ტრანსფერით ინტერესდება
შიკო კონსეისაუ დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს, თუმცა მისი სერია ა-ში დარჩენა გამორიცხული არ არის.
ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის პორტუგალიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის – 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დარჩენილ მატჩებში ბიანკონერიმ გადაწყვეტილება შეცვალოს.
Tuttomercato-ს ცნობით, თუ იუვენტუსმა პორტუგალიელზე უარი თქვა, მის გაფორმებას მილანი ეცდება, რომელიც მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდის წინააღმდეგი არ არის.
