TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი და ინტერი ვლაჰოვიჩის გაფორმებას, ხოლო იუვე მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეცდება

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად, დუშან ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში საუბრები არ წყდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, მილანი სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას კიდევ ერთხელ იანვარში ეცდება, ინტერი კი დუშანის აგენტთან მოლაპარაკებების განახლებას სეზონის მიწურულს გეგმავს და იმედი აქვს, ვლაჰოვიჩის უფასოდ გაფორმებას შეძლებს.

უსაქმოდ არც იუვენტუსი გახლავთ და დამიენ კომოლი უახლოეს პერიოდში სერბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის და მზად არის, ხელფასის თაობაზე გარკვეულ დათმობაზე წავიდეს…

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

354 views
error: დაცული კონტენტი !