TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილან შკრინიარი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში…

იუვენტუსი იანვარში ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავს და ტურინულ გრანდს რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი აიაქსის 18 წლის ტალანტის ჯორელ ჰატოს, ასევე ინტერის ყოფილი უკანახაზელის მილან შკრინიარის ტრანსფერს განიხილავს.

შკრინიარი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და პარიზული გუნდი იანვარში მისი 15-20 მილიონ ევროდ გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.